წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მომსახურების წესებსა და პირობებს;

Fastshop.ge წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კომპანიას.
მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე შესვლა და შემოთავაზებული სერვისის შეკვეთა გულისხმობს, რომ მან გამოხატა თანხმობა შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ვებ-გვერდზე მითითებული მოხმარების წესები და პირობები.


ხელშეკრულების საგანი

წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ვებ-გვერდზე შემოთავაზებული პროდუქტი და ამ პროდუქტის მომხმარებლისთვის სასურველ ადგილზე მიტანის მომსახურება, რის სანაცვლოდაც მომხმარებელი იხდის წინასწარ განსაზღვრულ თანხას საბანკო ბარათით ან საბანკო გადარიცხვით.


საიტით სარგებლობის პირობები და ვალდებულებები

რათა ისარგებლოთ Fastshop.ge-ის მომსახურეობით, მომხმარებელი თანახმაა წარმოადგინოს, უტყუარი, ზუსტი და სრული ინფორმაცია რაც მოთხოვნილია რეგისტრაციის და შეკვეთის გაკეთების დროს.
თუკი მომხმარებელი წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას ან თუკი კომპანიას გააჩნია სერიოზული საფუძველი დაეჭვდეს, რომ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არასწორია, არასრული და უზუსტო, კომპანიას აქვს უფლება უარი განუცხადოს მას მომსახურეობის გაწევაზე.
საიტი შეიცავს საავტორო უფლებით დაცულ მასალებს, სავაჭრო ნიშნებს და სხვა კანონით დაცულ მასალებს.
მომხმარებელს არ აქვს უფლება შეიტანოს ცვლილებები, გამოაქვეყნოს, გადასცეს მესამე პირებს, მიიღოს მონაწილეობა გაყიდვაში ან ფასდათმობაში, შექმნას საწარმო პროდუქტები ან ნაწილობრივ ან სრულიად გამოიყენოს საიტის შინაარსი სხვა სახით.
Fastshop.ge-
ის საიტზე რეგისტრაციისას მომხმარებელი წარადგენს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი.
შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი წარადგენს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, მიწოდების მისამართი, პირადი ნომერი.
მომხმარებელი Fastshop.ge-ზე რეგისტრაციისას/დაკვეთის დროს თავისი პირადი მონაცემების წარმოდგენით ეთანხმება მათ დამუშავებას, მათ შორის თავისი მომსახურეობის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით.
Fastshop.ge
იყენებს მომხმარებლის პირად მონაცემებს: მომხმარებლის ვებსაიტზე -ზე სარეგისტრაციოდ, მომხმარებლის მიმართ თავისი ვალდებულებების შესასრულებლად და საიტის სამუშაოს ანალიზისთვის.
კომპანიას აქვს უფლება გაგზავნოს საინფორმაციო, მათ შორის სარეკლამო შეტყობინებები მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილურ ტელეფონზე მისი თანხმობით, მომხმარებელს უფლება აქვს უარი განაცხადოს სარეკლამო და სხვა სახის იფორმაციის მიღებაზე უარის მიზეზების განმარტების გარეშე.


მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია

მიიღოს და შეასრულოს მომხმარებლის შეკვეთა.
მიაწოდოს მომხმარებელს ხარისხიანი მომხმარებლის მიერ დაკვეთილი პროდუქტი.
დაიცვას მომხმარებლის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


დასკვნითი დებულებები

წინამდებარე ხელშეკრულების მიმდინარეობის დროს წარმოშობილი დავები და უთანხმოებანი გადაიჭრება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.